22:15 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (176)
11810

ქუთაისის აეროპორტი მზადაა, რეგულარული ავიარეისების მიღება კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით განაახლოს  

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 4 ოქტომბრიდან რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს რიგის მიმართულებით, იუწყება პირველი არხი.

ფრენებს რიგა–ქუთაისი–რიგა მიმართულებით უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air განახორციელებს. ფრენები თავდაპირველად კვირაში ერთხელ შესრულდება, ხოლო შემდეგ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიური ვითრებიდან გამომდინარე, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქუთაისის აეროპორტი მზად არის, რეგულარული ავიარეისების მიღება „COVID-19“-ის პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს.  

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყო“, – აღნიშნავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აეროპორტში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური თერკომოსკანერები, რომლითაც მოხდება მგზავრებისთვის სიცხის გაზომვა. დისტანციის დაცვის მიზნით მოფრენისა და გაფრენის ტერმინალები მოინიშნა სპეციალური სტიკერებით, განთავსდა „კოვიდ-19“-ის პრევენციის შესახებ საინფორმაციო ბანერები, ასევე სარეგისტრაციო დახლებსა და მომსახურეების არეებში მოეწყო ბარიერები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აეროპორტის თანამშრომლებს შორის.

რიგის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ ცნობილი სექტემბრის შუა რიცხვებში გახდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მთავრობა ფრთხილად და თანმიმდევრულად გააგრძელებს საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა და, იშვიათი შემთხვევების გარდა, შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებამ 1 ნოემბრამდე გააგრძელა. შეზღუდვები არ ეხება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს, რომლებიც ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის.

ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (176)

მთავარი თემები