დაგროვებითი პენსიის თანხამ ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა

© photo: Sputnikასაკოვანი ადამიანები ეზოში ნარდს თამაშობენ
ასაკოვანი ადამიანები ეზოში ნარდს თამაშობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპენსიო აქტივების წლიური ეფექტური სარგებელია 11,1%, რაც ქვეყანაში წლიურ ინფლაციას 2,3-ჯერ აღემატება.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. დაგროვებული პენსიის მოცულობამ საქართველოში 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 484 ადამიანმა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს მონაცემებით, საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონი ლარის სარგებელი.

ასლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
საქართველოს ბანკებში საპენსიო აქტივები გაიზარდა

რაც შეეხება დაგროვებითი პენსიით სარგებლობას, თანხა მიიღო 484-მა ადამიანმა, მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 223, საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლის გამო – 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 201, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა 59 პირმა.

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივები განთავსებულია წლიურ ეფექტურ 11.1%-ში, რაც ქვეყანაში წლიურ ინფლაციაზე 2,3-ჯერ მეტია. ეს მაჩვენებელი, აგვისტოს მდგომარეობით, 4,8%-ს უდრის.

ამას გარდა, საპენსიო აქტივების წლიური აქტიურობა 1,3%-ით ჭარბობს ეროვნული ვალუტის – ლარის სარგებლიანობის მაჩვენებელს.

ახალი საპენსიო სისტემა, რომელიც 2019 წლის 1 იანვარს ამუშავდა, სავალდებულოა.

ხანდაზმული ქალი - Sputnik საქართველო
როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა საქართველოში

შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასის ზემოთ წლიური შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში არ მონაწილეობს.

დაბრუნებამდე სახელმწიფო ამ თანხების ინვესტირებას განახორციელებს სხვადასხვა პროექტებში ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ. პროცესს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური ახორციელებს.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარის ოდენობის პირველი ინვესტიცია განახორციელა – სახსრები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში ჩაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0