02:50 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
44 0 0

საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით – 74,04 ქულა, გასულ წელს ქვეყანამ 76,44 ქულა მიიღო.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ მთავრობის მართვის ეფექტურობის მხრივ 100-დან 76,2 ქულა დააგროვა და ამით 1996 წლიდან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ 2019 წლის კვლევაში „გლობალური მართვის ინდიკატორები“. 

საქართველომ „რეგულაციების ხარისხი“ გააუმჯობესა და 82,69 ქულა მიიღო. რაც შეეხება კორუფიასთან ბრძოლის მაჩვენებელს, ქვეყანამ 74,4 ქულა მიიღო, ანუ რამდენადმე გაუარესებულია წინა წლის მაჩვენებელი – 76,44.

ქვეყანამ დაბალი ქულები მიიღო რეიტინგში „კანონის უზენაესობა“ – 62% და „პოლიტიკური სტაბილურობა“ და „ძალადობის არარსებობა“ – 29,05%

რეიტინგში „ხმა და ანგარიშვალდებულება“ საქართველომ 52,3% მიიღო.

კვლევის თანახმად, საქართველო რეგიონში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, რამდენადაც მეზობელმა ქვეყნებმა გაცილებით დაბალი ქულები მიიღეს.

მთავარი თემები