21:00 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (170)
75 0 0

ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება კონტროლდება, ტარდება მოსახლეობის მასშტაბური PCR–ტესტირებები, რაც ფრენების ეტაპობრივად აღდგენის საშუალებას იძლევა, აღნიშნა ნათია თურნავამ.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air საქართველოდან რეგულარული ფრენების შესრულებას შეძლებს – გადაწყვეტილება ამის თაობაზე უახლოეს დღეებში იქნება მიღებული, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა იშვიათი შემთხვევების გარდა, და შეწყვიტა ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით. ცოტა ხნის წინ რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლებამ 1 ნოემბრამდე გააგრძელა.

შეზღუდვები არ ეხება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებს, რომლებიც ხორციიელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის.

„ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო გადავიდა ადაპტაციის ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მკაცრი აკრძალვების მაგივრად ვაპირებთ ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად. ჩვენი ეკონომიკა იმუშავებს პანდემიის მიუხედავად, პარალელურად და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს საზღვრების უფრო მეტ გახსნილობას“, – განაცხადა თურნავამ.

მან აღნიშნა, რომ საქართველო ამჟამად უფრო აქტიურად იყენებს PCR–ტესტებს, ვიდრე კარანტინის დროს, რაც, ერთი მხრივ, ამცირებს ინფიცირების „შემოტანილ“ შემთხვევებს, ხოლო მეორე მხრივ, ფრენების ეტაპობრივად აღდგენის შესაძლებლობას იძლევა.

„მაგალითად, სექტემბერში 90-ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი. უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას „ვიზეარის“ რეგულარული ფრენების – რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად – აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.

თურნავამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ასევე მიმდინარეობს ავიაკომპანია Ryanair-თან, რომელიც ფრენებს წლის ბოლომდე აღადგენს.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (170)

მთავარი თემები