04:52 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (747)
44 0 0

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარი–აგვისტოსთან შედარებით, თითქმის 17%-ით შემცირდა.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ექსპორტი საქართველოდან ვარდნას განაგრძობს – 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გაიტანეს დაახლოებით 2,1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, რაც 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14,7%-ით ნაკლებია, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

იმპორტმა 2020 წლის იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17,5%-ით ნაკლებია.

რომელი ქვეყნები ყიდულობენ ქართულ პროდუქციას პანდემიის პერიოდში>>

მთლიანობაში საგარეო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 16,7%-ით შემცირდა და 7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).

საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15,9%-ით შემცირდა, მათ შორის ექსპორტი – 7,5%-ით, იმპორტი – 19,3%-ით.

ვარდნის ტემპი ივნისში შედარებით შემცირდა – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით შემცირდა, მათ შორის ექსპორტი – 13,1%-ით, იმპორტი – 17,2%-ით. მიმდინარე წლის მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელი 33,2% იყო; ექსპორტისა – 30,6%, იმპორტისა – 34,3%.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარი–აგვისტო

მაჩვენებელი მოცულობა შემცირება
ექსპორტი 2 071 მლნ დოლარი –14,7%
იმპორტი 4 957 მლნ დოლარი –17,5%
სავაჭრო ბრუნვა 7 023 მლნ დოლარი –16,7%

კორონავირუსის აფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთელ ეკონომიკას – დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები. 

როგორ აისახება შეზღუდვები საქართველოს ეკონომიკაზე

საქართველოში ეპიდემიური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა – ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში დიდი ტემპებით იზრდება. სიტუაციის შემდგომ გაურესებას კი, შესაძლოა, მორიგი მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოჰყვეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში უკვე დაზარალდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, მათ შორის ვაჭრობა, და საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მკაცრი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა აღარ გაჩნდეს. ამ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უფრო მეტად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“, – აღნიშნა თურნავამ.

ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო შეზღუდვებმა გამოიწვია, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებული ფენების მასშტაბურმა დახმარებამ ბიუჯეტის დეფიციტის თითქმის 8%-მდე ზრდა გამოიწვია.

ვისთან ვაჭრობს საქართველო კორონავირუსის პირობებში>>

წარმოქმნილი დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი ძირითადი წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება გახდა, რამაც, მეორე მხრივ, ქვეყნის საგარეო ვალის ზრდა გამოიწვია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოზიდულია 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფულადი დახმარება.

არადამაიმედებელი პროგნოზები

საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ 2020 წელს გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად ვაჭრობის შემცირება 9–32%-ის ფარგლებში იქნება, განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ.

„ნიშანდობლივია ვაჭრობის ვარდნის დიდი მასშტაბები რეგიონულ დონეზე. კვლევების შედეგების თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება 285 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, იმპორტის ვარდნის მასშტაბი კი 245 მილიარდ ევროს“, – განუცხადა აბულაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მას მიაჩნია, რომ მიუხედავად პანდემიის შედეგების შედარებით შესუსტებისა, საერთაშორისო ვაჭრობაში ვარდნა და დაბრკოლებები – მხოლოდ დასაწყისია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

მთავარი თემები