06:26 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (750)
68 0 0

უფრო ადრე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას აპირებს.

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი ჩაატარა, რომელზეც 40 მილიონი დოლარი გაყიდა. ბირჟაზე ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 3,0975 GEL/$1.

სავალუტო ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის დასაწყისიდან ჩაატარა 12 აუქციონი, რომლებზეც, გუშინდელი აუქციონის ჩათვლით, 369,65 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო რეზერვებიდან.

უფრო ადრე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ის გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სავალუტო ინტერვენციებს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარი არასტაბილურია, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდურობას როგორც უცხოურ, ისე ეროვნულ ვალუტაში“, – განაცხადა რეგულატორმა.

სავალუტო აუქციონების გარდა, ეროვნული ბანკი კურსის რყევის შესამცირებლად ყოველდღიურად ახორციელებს ინტერვენციებს. კერძოდ, როდესაც გაცვლითი კურსი დღის განმავლობაში წინასწარ დადგენილ ნიშნულს ასცდება, ეროვნული ბანკი ვაჭრობაში ერთვება გარკვეული მოცულობის უცხოური ვალუტით.

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად იღებს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (750)

მთავარი თემები