„ბიზნესს გაკოტრება ემუქრება“ - ქართველი რესტორატორები განგაშს ტეხენ

© Sputnik / Alexander Imedashviliკაფე თბილისის ცენტრში
კაფე თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზეიმო ღონისძიებების ჩატარებაზე შეზღუდვის დაწესებამ სარესტორნო სფეროს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კაფეებსა და რესტორნებს სულ უფრო უჭირთ „გადარჩენა“ ახალი შეზღუდვების ფონზე, დაწესებულებებს გაკოტრება ემუქრება, ამის შესახებ „რესტორანთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქუთაისის ცენტრში განთავსებულ კარავში მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტირება ჩაუტარდებათ >>

საქართველოში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო 10 სექტემბრიდან აიკრძალა რიტუალური ღონისძიებების, ქორწილების, იუბილეების და სხვ. გამართვა. ასევე დაკეტილია ღამის კლუბები და ბავშვთა გასართობი ცენტრები.

„დღე არ გადის, რომ რამდენიმე რესტორნის დაკეტვა არ გახდეს ჩვენთვის ცნობილი. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ჩვენი ბიზნესისთვის“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.

მისი თქმით, რადგან რესტორნებში ქორწილებისა და წვეულებების გამართვა აიკრძალა, ადამიანები ამ მიზნით სახლებს ქირაობენ.

თბილისი - Sputnik საქართველო
რესტორანი „რესპუბლიკა“ დაიკეტა – ობიექტი კორონავირუსზე ტესტის პასუხების მოლოდინშია

„ეს აკრძალვა გამოიწვევს იმას, რაც მანამდე იყო, თუნდაც მაისში ან ივნისში – ქირაობდნენ სახლებს და იქ იხდიდნენ ქორწილებს. სწორედ ამის შემდეგ მიიღეს ქორწილების და ქელეხების ჩატარების დაშვების გადაწყვეტილება. შეფასდა რისკები, დაცულ და მოწესრიგებულ რესტორანში სჯობს ქორწილის ან დაბადების დღის გადახდა თუ ტყეში, ფარდაგებზე ან ნაქირავებ ბინაში. ახლა ისევ გადავდივართ არალეგალურ ნაწილზე, ვინ ვის სად მიაგნებს დამალულ ქორწილს, ეგ კიდევ საკითხავია. რესტორნები ვიცავთ კანონებსა და ვიცავთ რეგულაციებს, და ვინც ვიცავთ, სწორედ მათ ყველაზე მეტად მოგვხვდა ცხვირში“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასოციაციის 250 წევრებიდან უმრავლესობას კლიენტებისგან წინასწარ აღებული თანხების დაბრუნება და ჯავშნების გაუქმება უწევს.

საქართველოს გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა - 57.

ყველა ახალი ამბავი
0