ნათია თურნავა ქართულ მარმარილოს რეკლამას პირადად გაუწევს

გამოწერა
ქართული მარმარილო დიდი ხანია კონკურენტუნარიანია მსოფლიო ბაზარზე, ბევრი ადგილობრივი სამშენებლო კომპანია კი მას ინერციით ისევ უცხოეთში იძენს

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დაათვალიერა სასარგებლო წიაღისეულისა და ბუნებრივი ქვის მოპოვების სფეროში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი ადგილობრივი კომპანია „ჯეოსთოუნი“ (Geostone), რომლის პროდუქცია ჩინეთსა და ავსტრალიაში გადის და მოუწოდა ადგილობრივ მეწარმეებს მეტი ყურადღება მიაქციონ ქართულ პროდუქციას.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოსთვის ყველაფერი შეცვალა

„მინდა მოვუწოდო  ყველას საქართველოში, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს, სხვა ქართულ პროდუქციას და შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

საწარმოში თითქმის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია მოიპოვებს მარმარილოს ლოპოტაზე მდებარე კარიერებზე, ასევე ფლობს ბაზალტის და კირქვის კარიერებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0