18:03 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (136)
212 0 0

2019 წლის სეზონზე საქართველოდან 13,2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა, 80% - რუსეთში, რაც შარშანდელ მაჩვენებელს თითქმის 11 ტონით აღემატება

თბილისი, 31 აგვისტო - Sputnik. 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 23 784 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 10 963 ტონით მეტია. ამის შესახებ საუბარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ხილის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთის ფედერაცია (15 449  ტონა), სომხეთი (7 304 ტონა), აზერბაიჯანი (567 ტონა).

ექსპორტი ხორციელდება ასევე ყაზახეთში (112,9 ტონა), უკრაინაში (111,5 ტონა), მოლდოვაში (89,6 ტონა), პოლონეთში (92,6 ტონა), სლოვენიასა (57,3 ტონა) და სინგაპურში (0,04 ტონა).

„ატმის ფასი მერყეობს 1.00-დან 2.00 ლარამდე, ვაშლატამასი - 1.20-დან 2.00 ლარამდე. სამაცივრე და შემნახველი საწარმოები მოსავლის განთავსებისა და შეუფერხებელი რეალიზაციისთვის სრული სიმძლავრით მუშაობენ. ხილის ექსპორტის უზრუნველსაყოფად აუცილებელი დოკუმენტაცია მზადდება და გაიცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოძიებასა და შეკრებაზე, სისტემატიზაციაზე, ფერმერთა და დისტრიბუტორთა მოზიდვაზე. 

2019 წლის სეზონზე საქართველოდან 13,2 ათასი ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა. ექსპორტის საერთო მოცულობის 80% - 10,7 ათასი ტონა - რუსეთში. სომხეთში გაიგზავნა 1,3 ათასი ტონა ქართული ატამი და ვაშლატამა, აზერბაიჯანში - 667 ტონა.

დანარჩენ მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრებს შორის არიან უკრაინა, ყაზახეთი, სლოვენია, ირანი, ერაყი, ბელარუსი, მოლდოვა და ყატარი.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (136)

მთავარი თემები