საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია: ნავთობპროდუქტების სფეროში ვითარება გაუმჯობესდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ბიზნეს–ასოციაცია: ნავთობპროდუქტების სფეროში ვითარება გაუმჯობესდა
საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია: ნავთობპროდუქტების სფეროში ვითარება გაუმჯობესდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასმა დაიწია, თუმცა ივნისის შუა რიცხვებიდან ფასებმა ისევ მატება დაიწყო.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საწვავის იმპორტის გაზრდამ ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში არსებული  პრობლემის მასშტაბი დაგვანახა, განაცხადა ნავთობისა და გაზის ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელმა შავლეგ მიშველაძემ.

მისი თქმით, 2020 წლის შვიდი თვის მანძილზე პანდემიის ფონზე დიზელის საწვავის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ბენზინის იმპორტი აღნიშნულ პერიოდში შემცირდა 1,4%-ით. 

სატვირთო მატარებელი - Sputnik საქართველო
ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში: საწვავის მოწოდება და მასზე მოთხოვნა გაიზარდა

„დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა პირდაპირ ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რაც არსებობდა ინდუსტრიაში და 2018-2019 წლებში გამოვლინდა დღგ-სთან დაკავშირებული მანიპულაციებისა თუ აღურიცხავი საწვავის სახით“, – განაცხადა მიშველაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგების საფუძველი გახდა საკანონმდებლო ცვლილებები, ნორმატიული აქტები და ეფექტური ადმინისტრირება, რამაც ხელი შეუწყო ბიზნესში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარებას.

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა ადრე აღნიშნა, რომ საწვავის იმპორტის გაზრა ძირითადად გამოწვეულია დიზელის საწვავის იმპორტის ზრდით, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამასთან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ მოცულობასთან და საქართველოს გავლით ტრანზიტით სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდასთან.

იმპორტი და ფასები

დღეს საქართველოში ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომელთაც მთელ ქვეყანაში 600-მდე ავტოგასამართი სადგური ეკუთვნით. მათ გარდა არის ასევე მცირე და საშუალო კომპანიები, ე.წ. არაბრენდირებული, რომლებსაც ერთად ასევე დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნით. 

საქართველოში საწვავი შემოაქვთ რუსეთიდან, რუმინეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან, სინგაპურიდან, შვეიცარიიდან და ჰონკონგიდან – ნავთობპროდუქტები ქვეყანაში რკინიგზით ან ზღვით შემოდის.

ამჟამად ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: პრემიუმის – 2,01–2,15 ლარი; რეგულარის – 1,88–2,05 ლარი; ევროდიზელის – 2,03–2,17 ლარი.

კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდან საქართველოში საწვავზე ფასმა დაიწია, თუმცა ივნისის შუა რიცხვებიდან ისევ ფასების მატება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0