06:48 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (747)
387 0 0

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანია, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. კახეთში რთველი დაიწყო – უკვე გადამუშავდა 200 ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

დღევანდელი მონაცემებით, „რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც თელავში ფუნქციონირებს, 50-მდე კომპანია დარეგისტრირდა, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. წელს კახეთში 300 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. 

გადამუშავებული ყურძნის აღრიცხვა სპეციალური პროგრამის მეშვეობით ერთიან ელექტრონულ ბაზაში მოხდება და ნებისმიერ მსურველს განახლებული ინფორმაციის ნახვა ონლაინ–რეჟიმში ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე  შეუძლია – http://www.wine.gov.ge/Ge/Statistic?harvestYearId=1007.

COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დადგენილია ფიქსირებული ფასი – 1 კგ ყურძენში არანაკლებ 80 თეთრი. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

მთავარი თემები