12:37 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (747)
320 0 0

თურქეთის საელჩო დეტალურ ინფორმაციას აწვდის საქართველოს მოქალაქეებს იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც მათ თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე გასამგზავრებლად უნდა გაიარონ.

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. დროებითი დასაქმებისათვის თურქეთის რესპუბლიკაში წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთში დამსაქმებლის მიერ გამოგზავნილი, ნოტარიულად დამტკიცებული სამთვიანი მოწვევა, სადაც აღნიშნული იქნება დასაქმებულის პირადი მონაცემები, იუწყება საქართველოში თურქეთის საელჩო.

თურქეთში სამუშაოდ გასვლის ნებართვა საქართველოს ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო >>

საქართველოს მთავრობამ  მოქალაქეებს თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე გამგზავრების ნება 4 აგვისტოდან დართო. 

თურქეთის საელჩოს ცნობით, 2017 წლიდან  ქვეყნის 6 რაიონში -ესენია სამსუნი, ორდუ, ტრაპიზონი, რიზე, გირესუნი, ართვინი - მოქმედებს პროგრამა YUMI-NET-ი, რომელიც შექმნილია ჩაისა და თხილის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დამატებითი სამუშაო ძალის მოზიდვის მიზნით. ეს პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღიანი ვადით ათავისუფლებს სამუშაო ნებართვისაგან.

უცხოელები, რომლებსაც აქვთ სურვილი ისარგებლონ სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების წესით, უნდა დარეგისტრირდნენ თურქეთის რესპუბლიკის ოჯახის, შრომისა და სოციალური სამსახურის სამინისტროს ვებგვერდზე YUMI-NET-ის პროგრამაში და შეავსონ მოთხოვნილი ინფორმაცია.

ამ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულმა მოქალაქეებმა სამუშაო ადგილის მიხედვით უნდა მიმართონ ადგილობრივ მმართველ უწყებას და წარადგინონ: ელექტრონული სისტემის მიერ მათთვის მინიჭებული პირადი ნომერი, თურქეთის საზღვრის კვეთის თარიღი ან ბინადრობის უფლების გაცემისა და ამოწურვის თარიღები, რეგისტრაციის ნომერი, რეგისტაციის დოკუმენტი და სხვა მოთხოვნილი საბუთები.

სხვა სფეროში დასაქმების მსურველებმა კი უნდა აიღონ სამუშაო ნებართვა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამუშაოდ გასვლის ნებართვა საქართველოს ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა უნდა გაიარონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე abroadworkers.moh.gov.ge.

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომლებმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. განაცხადებს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი იხილავს. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადების განხილვისთვის დადგენილებით შვიდი დღეა გათვალისწინებული, თურქეთში გასვლის მსურველები პასუხს 48 საათში იღებენ.

თურქეთში სამთვიან სამუშაოზე წასვლისთვის საქართველოს მოქალაქეები სპეციალურ ანკეტას ავსებენ. საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება იმ ადამიანებისთვის, რომელთათვის შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონური სამუშაოები იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ, მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით მიიღო.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

მთავარი თემები