05:18 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (135)
118 0 0

სამაცივრე მეურნეობაში 1100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს

თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზანი“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა, იუწყება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.

ახლადგახსნილ საწარმოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, კახეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოშვილთან ერთად იმყოფებოდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 600 ათასი ლარი გრანტია. სამაცივრე მეურნეობაში 1 100 ტონა ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული.

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში სახელმწიფოს მიერ 82 ახალი საწარმოა დაფინანსებული. შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის შენახვასა და გადამუშავებას“, - განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ.

ირაკლი შიოშვილის განცხადებით, რეგიონში არაერთი საწარმო იქმნება, რაც ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.

„ერთიან აგროპროექტს“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (135)

მთავარი თემები