03:07 02 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.1413
  • USD3.1988
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (144)
228 0 0

ამჟამად ჩაის პლანტაციებს საქართველოში რვა ჰექტარი უკავია, მაგრამ აქედან ნახევარს აღდგენა ესაჭიროება

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ქართულ ჩაის კომპანია „ლაზს“, რომელსაც წალენჯიხაში 350 ჰექტარი პლანტაციები აქვს, პროდუქციის 80%–მდე ჩინეთში გააქვს, ხოლო დანარჩენი 20% – ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

ჩაის კულტურის ისტორია აქართველოში დაახლოებით 200 წელს ითვლის, პირველი ჩაის ბუჩქი გურიაში მე–19 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და თანდათანობით შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელდა, მეო–20 საუკუნეში კი ჩაის პლანტაციებმა დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი დაიკავა.

ამჟამად ჩაის პლანტაციების წილი იკლებს, თუმცა ქვეყანაში არის წარმოებები, რომლებიც ჩაის აწარმოებენ.

ჩაის მოსავლის აღება წალენჯიხაში აპრილში იწყება და აგვისტოში მთავრდება. ამ პერიოდში ერთმანეთს ენაცვლება ხელით და დანადგარით კრეფა იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის პროდუქტის მიღება სურთ. სეზონის პირველი ფოთლები ხელით იკრიფება, რაც საბოლოოდ შედარებით ძვირადღირებულ პროდუქტს ქმნის, შემდეგ დარჩენილ ფოთლებს სპეციალური დანადგარით კრეფენ. შუა ზაფხულში ახალი ფოთლები ისევ ხელით იკრიფება, შემდეგ კვლავ დანადგარით, განმარტავენ კომპანიაში.

„ჩაი ერთ-ერთი ყველაზე სტაბულური მცენარეა და მისი წარმოება ნაკლებ რისკებს შეიცავს. ამინდის ცვალებადობა და სეზონურობა მასზე ნაკლებად მოქმედებს, შესაბამისად საკმაოდ პროგნოზირებადი და სანდო კულტურაა. ჩვენთან განსაკუთრებულად ხარისხიანი მწვანე ჩაია. ქართულ მიწაზე მოყვანილი ჩაის ჯიშების უმეტესობა ჩინურია, დანარჩენი 20% კი იაპონური ან ადგილზე გამოყვანილია“, – განაცხადა „ლაზის“ დამფუძნებელმა გონერი სალიამ ტელეკომპანია Imedi–ს ეთერში.

მისი თქმით, „ლაზის“ განვითარებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 2017–2018 წლები, როდესაც პლანტაციებს ჩინელი ინვესტორები ესტუმრნენ. აღმოჩნდა, რომ ჩაის ის სახეობები, რომლებიც წალენჯიხაში მოდის, ჩინეთში საერთოდ არ მოიპოვება. ჩინეთის ბაზარი ქართული ჩაის ექსპორტისთვის ძალზე ხელსაყრელი აღმოჩნდა.

ჩინელ პარტნიორებთან ერთად კომპანიამ „ლაზი“ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასწავლო ცენტრი გახსნა, სადაც მსურველებს უზიარებენ ცოდნას აღწურვილობისა და სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ.

დღესდღეობით ჩაის პლანტაციებს საქართველოში 8000 ჰექტარი უკავია, მაგრამ ნახევარს აღდგენა სჭირდება.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (144)

მთავარი თემები