02:13 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (752)
174 0 0

წლის პირველ ნახევარში პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 75 მილიონი ლარის ქონება გაიყიდა

თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ხელი შეუშალა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

რა თქმა უნდა, პანდემიამ ხელი შეუშალა ინვესტირებასთან დაკავშირებულ მრავალ პროცესს, მათ შორის, პრივატიზაციის პროცესს. კერძო კომპანიები ეძებენ მიწას, შენობებს, რომ შემდეგ ააშენონ კომერციული ობიექტი, მაგრამ იმის გამო, რომ პანდემიის გამო ეკონომიკა შემცირდა, შესაბამისად შემცირდა და გართულდა ეკონომიკის პროცესიც, განაცხადა თურნავამ Palitra TV–ს ეთერში.

ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მაინც წარმატებით ხორციელდება 100 სახელმწიფო ობიექტის პრივატიზაციის პროექტი.

თურნავას განცხადებით, პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გაყიდულია 75 მილიონი ლარის ქონება და ეს გასული წლის ექვსი თვის მაჩვენებელს უკვე აჭარბებს.

პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება“ საქართველოში 2019 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. ის ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო საკუთრების გამარტივებული პროცედურით პრივატიზაციას.

ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება – სამრეწველო ობიექტები, სასაწყობე და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და სხვ. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმ მიზნით, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს.

ხობში პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება>>

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის პირველ კვარტალში 41,7%–ით შემცირდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 165,4 მლნ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2009 წლიდან მოყოლებული, ყველაზე დაბალია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (752)

მთავარი თემები