03:33 02 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.1413
  • USD3.1988
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (755)
523 0 0

დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, დანარჩენებს არჩევანის უფლება აქვთ.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივები ამ დროისთვის 890 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 1,7% ვადიან დეპოზიტებზე, 25,2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73,1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული, იუწყება საპენსიო სააგენტო.

3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 100% ლარშია ნომინირებული.

სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11,4%-ს შეადგენს, რაც ქვეყანაში არსებულ წლიურ ინფლაციაზე (ივლისის მდგომარეობით 5,7%) ორჯერ მეტია.

მილიონ მოქალაქეზე მეტი – სიახლეები საპენსიო ფონდიდან>>>

საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი ამჟამად 68 მილიონ ლარს შეადგენს.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. წლიური 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემას ეთიშება.

დაგროვებითი პენსიის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, დანარჩენებს არჩევანის უფლება აქვთ.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (755)

მთავარი თემები