00:45 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6292
  • 100 RUB4.1886
  • USD3.0738
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (277)
141 0 0

მთებში ჩაკარგული მცირე დასახლება რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კურორტად იქცევა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ოზურგეთის რაიონში კურორტ გომისმთის განვითარების გეგმას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დააფინანსებს.

შესაბამის მემორანდუმს ხელი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოაწერეს, აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე.

როგორც ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, განვითარების გეგმა ხელს შეუწყობს კურორტის სწორად განვითარებას, ველური ბუნების შენარჩუნებასა და უკანონო მშენებლობების აღკვეთას, ასევე ოჯახური ბიზნესის განვითარებას.

 

გომისმთის განვითარებით საქართველოში უნიკალური კლიმატური პირობების მქონე კიდევ ერთი კურორტი გაჩნდება. დასახლება, სადაც ახლა ხის პატარა სახლებია, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, წყალმომარაგებით, ელექტროენერგიითა და გაზიფიცირებით უზრუნველყოფას საჭიროებს. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტატუსის არქონა ხელს უშლიდა გომისმთის, როგორც კურორტის მიზანმიმართულ და ეფექტურ განვითარებას. გომისმთას დაბის სტატუსი 2020 წელს მიენიჭა.

სტატუსის არქონის გამო შეფერხდა გომისმთის გენგეგმის დამტკიცებაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2018 წელს დასრულდა.

ხელისუფლების განცხადებით, გომისმთისთვის ახალი სტატუსი და განვითარების დაჩქარება მნიშვნელოვნად გაზრდის გურიის მხარის ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მას უკვე ექნება თვითმმართველობის სტრუქტურები და წვდომა სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და ინვეტიციის მოზიდვის სხვა საშუალებებზე.

გომისმთა მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის კურორტი მინერალური წყლებით, ფიჭვის ტყეებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. ზღვის და მთის ჰაერის შერწყმა ასევე განაპირობებს ბუნებრივ პირობებს განსაკუთრებული სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით.

გომისმთა ცნობილია როგორც ღრუბლებისა და ნისლების ადგილი და ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შორის პოპულარულია. გომისმთაზე დასვენების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

 

თემები:
ტურიზმი საქართველოში (277)

მთავარი თემები