კორონავირუსი საქართველოში: სახელმწიფოსგან კომპენსაცია თითქმის 350 ათასმა ადამიანმა მიიღო

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ვალუტა
ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად იმ მოქალაქეების რეგისტრაციის ვადა, რომლებმაც შემოსავალი პანდემიის გამო დაკარგეს, 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოსგან კომპენსაცია 347276-მა ადამიანმა უკვე მიიღო, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

21 ივლისის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე 218 791 თვითდასაქმებული პირია რეგისტრირებული. მათგან 121 520 პირმა ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია მიიღო. ამ კატეგორიისთვის სულ გადაირიცხა 36,5 მლნ ლარი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
კომპენსაციის მიღების მსურველებო, დარეგისტრირდით: მთავრობამ ვადა გაახანგრძლივა

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, ყოველთვიური 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე ჩაერიცხა 225 756 პირს. ამ კატეგორიისთვის გადარიცხული თანხა ჯამში შეადგენს 45,2 მლნ ლარს. აქედან 14,4 მლნ ლარი – მაისის თვის კომპენსაცია – 72 ათასზე მეტმა პირმა მიიღო. ივნისში 30,7 მლნ ლარის ოდენობის კომპენსაცია 153 629 ადამიანზე გადანაწილდა. თანხის ჩარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება.

სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებმაც COVID-19-ის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს, 15 მაისს დაიწყო და 1 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მთავრობამ რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა და აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა კიდევ გახანგრძლივდება. აღნიშნული კატეგორიების გარდა რეგისტრაციის გავლა ასევე შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც უცხოეთში სეზონურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული.

სახელმწიფოს მხრიდან ფულადი დახმარების მისაღებად მოქალაქეები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე.

ყველა ახალი ამბავი
0