12:11 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (96)
70 0 0

ეროვნულ კომისიას, ტარიფებზე გარიგების უარყოფითი გავლენის თავიდან აცილების მიზნით, გაყიდვის ან შერწყმის აკრძალვის უფლება ექნება.

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სისტემის ოპერატორები ვალდებული იქნებიან, შერწყმის, წილის 5%-ზე მეტის გაყიდვის ან საკონტროლო პაკეტის შეცვლის შემთხვევაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას აცნობონ, ნათქვამია კანონის შესწორებებში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

შესწორებებს კანონში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პროექტის მიხედვით, ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ყველა მონაცემი კომპანიებისა და მფლობელების შესახებ, გაყიდვის პირობები, ასევე ინფორმაცია ფინანსების წარმოშობის შესახებ.

კომისია იღებს უფლებას, არა მხოლოდ შეამოწმოს დოკუმენტები და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, არამედ ასევე მოითხოვოს გარიგების დასაბუთების წარმოდგენა, მათ შორის, გავლენა მომსახურებასა და ტარიფებზე.

კომისიას უფლება ექნება, აკრძალოს გაყიდვა ან შერწყმა სისტემის მომსახურების გაუარესების, კანონის მოთხოვნების, ლიცენზიის პირობების დარღვევისა და ტარიფებზე გარიგების ნეგატიური გავლენის თავიდან აცილების მიზეზით.

პროექტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (96)

მთავარი თემები