07:40 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (687)
12501

პანდემიამ ხელი შეუშალა ადგილობრივი კადრების მომზადების გეგმას, რომლებიც ჩინეთში იანვარ–თებერვალში უნდა გამგზავრებულიყვნენ.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ქართულმა ჰოლდინგმა IGroup, რომელიც საქართველოში ელექტრონული ავტომობილების პირველი ქარხნის აშენებას გეგმავს, ბოლოს და ბოლოს, მიიღო ჯერ კიდევ გასულ წელს შეძენილი საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, განაცხადა ინდუსტრიული ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კახაბერ გულედანმა.

ბრიფინგი ორშაბათს ქუთაისში, აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც მდებარეობს ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობისთვის განკუთვნილი მონაკვეთი. ქარხნის მშენებლობის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ 2019 წლის გაზაფხულზე განაცხადა. შესაბამის მემორანდუმს ქართულმა ჰოლდინგმა IGroup ჩინურ კონსორციუმ Changan Automobile-თან მოაწერა ხელი. მხარეები მშენებლობის 24 თვეში დასრულებაზე შეთანხმდნენ.

„COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ლოგისტიკური შეფერხებები... საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია Changan Automobile-სგან ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა საქართველოში... ვერ დავიწყეთ ვერც მშენებლობა, რადგან ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესი საკითხია კადრების გადამზადება და მივლინებები. ქარხნის მშენებლობისთვის და ასევე ტექნოლოგიური სიმძლავრეების გამართვისთვის ჩინეთიდან ქუთაისში უნდა ჩამოსულიყვნენ ინჟინრები“, – განაცხადა კახაბერ გულედანმა.

ამას გარდა, მისი თქმით, პანდემიამ ხელი შეუშალა ასევე ადგილობრივი კადრების გადამზადებას ჩინეთში, სადაც ისინი წელს, იანვარ–თებერვალში უნდა წასულიყვნენ.

თბილისში ელექტრომობილების დამტენი 160 მოწყობილობა დამონტაჟდება>>

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ დასახელებული ვადები გადაიხედება, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაიწყონ რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის დაპირებული მშენებლობა. გეგმის მიხედვით, პირველი პროექტი – ესაა ქარხანა, რომლის მუშაობის დაწყებიდან წელიწად-ნახევარში ბაზარზე 5 ათასი ელექტრომობილი გამოჩნდება.

ქარხანაში თავდაპირველად ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. ხუთი წლის შემდეგ საქართველოში წარმოებული ავტომობილები წარწერით Made in Georgia საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქცია გახდება.

სავარაუდოდ, ქარხანა ყოველწლიურად 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, მათი ერთი ნახევარი შიდა ბაზარზე, მეორე კი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გაიგზავნება. საწარმოში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

ინდუსტრიული კომპლექსი ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მომავალში ასევე განთავსდება ეკოპროდუქციის, მზის პანელების და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი საწარმოები.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (687)

მთავარი თემები