13:50 07 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6402
  • 100 RUB4.1843
  • USD3.0737
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)
128 0 0

უნგრეთის ბანკმა შექმნა 155 მილიონი ევროს მოცულობის ფონდი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ტერიტორიაზე.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა „ექსიმბანკმა“ საკრედიტო ხაზი გამოყო იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გადაწყვეტენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი მაღალი რანგის სტუმარია საქართველოში. თურნავას თქმით, უნგრეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ქვეყნებს ბევრი საერთო პროგრამა და პროექტი, ასევე მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა აქვთ.  

„უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უნგრეთის სახელმწიფო განვითარების ბანკ „ექსიმბანკში“ სპეციალური საკრედიტო ხაზია გამოყოფილი იმ უნგრული კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში თავისი თანხების დაბანდებას გადაწყვეტენ. უნგრეთის მინისტრმა ბრძანა, რომ ჩვენ მსგავსად, უნგრელი ინვესტორებიც ხედავენ საგარეო ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც გაჩნდა პოსტპანდემიურ პერიოდში. კომპანიებს სურთ დივერსიფიკაცია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც პიტერ სიიარტომ განაცხადა, უნგრეთის ბანკმა შექმნა 155 მილიონი ევროს მოცულობის ფონდი, რომელიც შეიძლება დაიხარჯოს საქართველოს ტერიტორიაზე.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს უნგრეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობამ 2,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ორმხრივი ურთიერთობები

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს დაახლოებით 7,8 ათასი უნგრელი ეწვია, რაც 18,9%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობამ დაახლოებით 45,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 5,6%-ით ნაკლებია 2018 წლის მონაცემთან შედარებით.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (237)

მთავარი თემები