13:58 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
81 0 0

ტენდერის პირობების თანახმად, პორტის განვითარებაში უნდა განხორციელდეს არანაკლებ 300 მილიონი გრივნას ოდენობის ინვესტიცია, ხოლო ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში - 18 მილიონი გრივნა

თბილისი, 27 ივნისი -  Sputnik. ქართულ-შვეიცარიულ კონსორციუმს LLC RISOIL-KHERSON 30 წლიან კონცესიაში ხერსონის საზღვაო სავაჭრო პორტი გადაეცა, ნათქვამია პორტის განცხადებაში.

კონსორციუმში შედის „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ აფილირებული კომპანია Petrol Oil and Chemicals და შვეიცარიული კომპანია Rissoil S.A. ქართული ჯგუფის წილი შეადგენს 60%-ს, შვეიცარიულის - 40%-ს.

პორტის კონცესიაში გადაცემის დოკუმენტის ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ესწრებოდა.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, კონსორციუმი პორტის განვითარებაში დაახლოებით 300 მილიონ გრივნას დააბანდებს, კიდევ 18 მილიონ გრავნაზე მეტი ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში იქნება ინვესტირებული. უკვე 2030 წლისთვის კონცესიონერი კისრულობს ვალდებულებას, პორტის ტვირთბრუნვა 1,36 მილიონი ტონის დონეზე უზრუნველყოს.

კომპანია მონაწილეობას მიიღებს პორტისკენ მიმავალი გზების საფარის კაპიტალური რემონტის და ქალაქის შესასვლელში ახალი ავტოსადგომის მშენებლობის დაფინანსებაში.

მთავარი თემები