08:26 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (900)
48 0 0

ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიას პარლამენტში 5 ივნისს წარადგენს, განუცხადა ჟურნალისტებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

„წინასწარი ინფორმაციით, მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო 5 ივნისს აპირებს კორექტირებული ვერსია წარმოადგინოს. ბიუჯეტის განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება“, – განუცხადა კოვზანაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, საბიუჯეტო კოდექსიდან და პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, დოკუმენტის განხილვის გრაფიკი მოამზადა, რაც საშუალება იძლევა დაიწყოს მისი განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში.

ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მასში შეტანილია ყველა სახის დახმარება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა.

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნიზირებენ, თუმცა ამავდროულად აღნიშნავენ, რომ უკვე 2021 წლისთვის საქართველო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ -4%-მდე დაეცემა.

საქართველოს ეკონომიკის ვარდნა – მშპ კატასტროფულად მცირდება>>

ამასთან, კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის შესასრულებლად, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ როგორც კრედიტების სუბსიდირებას, ისე მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას, 3 მილიარდი ლარია საჭირო.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარებას მიიღებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (900)

მთავარი თემები