საქართველოში კიდევ ერთი ჰესი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerჰესი თბილისში
ჰესი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბახვი1-ის“ დადგმული სიმძლავრე 12 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 50 მილიონი კილოვატ-საათის მოცულობით იგეგმება.

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცირე ჰესის მშენებლობის პროექტი, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მთავრობის პრიორიტეტს რაც შეიძლება მეტი ჰიდროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს.

დარიალის ჰესი - Sputnik საქართველო
იაპონური TEPCO „დარიალის ჰესის“ აქციონერი გახდა

„ბახვი1-ის“ დადგმული სიმძლავრე 12 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 50 მილიონი კილოვატ-საათის მოცულობით იგეგმება.

„ეს პროექტი მნიშვნელოვანია ჩვენთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ქართული წარმოება, ადგილობრივი ელექტროენერგია, მწვანე ენერგია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის სულ მცირე 20 ადამიანის მუდმივი სამუშაო ადგილი, რომელიც შეიქმნება გურიაში, მაგრამ იმიტომაც, რომ პანდემიის მიუხედავად, ამერიკელი ინვესტორები საქართველოში მუშაობას განაგრძობენ“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო ბევრი ქვეყნისათვის საკმაოდ მიმზიდველია.

პროექტის მიახლოებითი ღირებულება 16 მილიონი დოლარია. პროექტის ინვესტორია ამერიკული კომპანია Cerberus Frontier, რომელიც საქართველოში ენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებს.

კორონავირუსის ვაქცინის წარმატებით გამოცდამ ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია >>

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს დროს შესწავლის ეტაპიდან მშენებლობის ეტაპზე გადასვლა მოხერხდება.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილია 13 ენერგეტიკული პროექტის დაწყება, მათ შორის რვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ხოლო ექსპლუატაციაში 14 ახალი ჰესი შევა.

ყველა ახალი ამბავი
0