01:11 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1373)
939 0 0

დამსაქმებელი ვალდებულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ყოველი თვის 15 რიცხვში სამსახურის გარეშე დარჩენილ პირთა სიები წარადგინოს.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. დეკრეტულ შვებულებაში მყოფი და კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახურდაკარგული პირები უმუშევრობის შემწეობას მიიღებენ სხვებთან ერთად, ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში

უმუშევრად დარჩენილი პირების დახმარება თვეში 200 ლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დამსაქმებელი სამსახურის გარეშე დარჩენილ პირთა სიებს ყოველი თვის 15 რიცხვში წარადგენს. გათავისუფლებული თანამშრომლები დახმარების მიღებას ექვსი თვის განმავლობაში შეძლებენ.

მთავრობის დადგენილების თანახმად, სამსახურდაკარგულად ჩაითვლებიან არა მარტო ის პირები, ვინც 2020 წლის იანვრიდან მარტამდე მუშაობდა და შემდეგ დაკარგა სამსახური, არამედ ისინიც, ვინც სამსახური დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში დაკარგა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, ჯერ ყველა დამსაქმებელს არ წარმოუდგენია ინფორმაცია თავიანთი სამსახურდაკარგული თანამშრომლების შესახებ. 

ამ დროისათვის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 20 ათასამდე დამსაქმებელმა უკვე წარმოადგინა ინფორმაცია 78 ათასი დასაქმებულის შესახებ, თუმცა, უწყების მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დროულად მიიღონ კომპენსაციის თანხები.

წარმოდგენილი დეკლარაციის შემოწმების შემდეგ შემოსავლების სამსახური ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს გადასცემს, რომელიც 10 დღის ვადაში პირის საბანკო ანგარიშზე თანხას ჩარიცხავს.

უმუშევრად, რომელსაც კომპენსაციის მიღების უფლება აქვს, მხოლოდ ის პირი ითვლება, რომელიც კონტრაქტით მუშაობდა და ყოველთვიურ გამომუშავებულ ანაზღაურებას იღებდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1373)

მთავარი თემები