19:09 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (841)
1635 0 0

მოქალაქეებს ვალუტის გადაცვლა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შეუძლიათ, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ნებადართულია.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ განაახლებენ მუშაობას, განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 10 დღის შემდეგ ხელისუფლებამ ზომები გაამკაცრა. შეზღუდვები შეეხო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებსაც, რომლებმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობა 31 მარტიდან შეაჩერეს. მოქალაქეებს ვალუტის გადაცვლა ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში შეუძლიათ, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ნებადართულია.

„ზუსტი დღე შეიძლება ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ცხადია, ეს ბიზნესიც და ეს შესაძლებლობაც დაბრუნდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ადრე. ახლა კონკრეტულ დღეს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. გარდა ამისა, ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიანი გეგმა შეიმუშავა, რომლის განხორციელებაც ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, შეზღუდვები სრულად 6 ივლისისთვის მოიხსნება და თითოეული ეტაპი ორი კვირის შუალედით განხორციელდება.

დახურულ სივრცეში სამედიცინო პირბადის ტარება აუცილებელი გახდა – აღნიშნული მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებელი იურიდიული პირები არიან.

ადრე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა არ გაგრძელდება, თუმცა, რიგი შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (841)

მთავარი თემები