21:46 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (841)
166 0 0

EBRD-ს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე ნეგატიური ზეგავლენა ტურიზმიდან შემოსავლის შემცირებამ მოახდინა.

თბილისი, 15 მაისი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზს პესიმისტური უწოდა.

EBRD-ს ექსპერტებმა ევროპის ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის პროგნოზი წარმოადგინეს, რომლის თანახმად, საქართველოში 2020 წელს მშპ 5,5%-ით შემცირდება, 2021 წლისთვის კი ეკონომიკა 5,5%-ით გაიზრდება. 

„EBRD-ს პროგნოზი უფრო პესიმისტურია, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ). სსფ-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 4%-იან დონეზე მოხდება, EBRD-ს პროგნოზით – 5,5%-ით. ეს წინასწარი პროგნოზებია და დიდწილად დამოკიდებულია მსოფლიო გლობალური ეკონომიკის მდგომარეობის შეფასებაზე. ეს შეფასება უფრო პესიმისტურია, რამდენადაც არ მართლდება მოლოდინები, რომ ზაფხულის მოსვლასთან ერთად კორონავირუსი გაქრება. როგორც ჩანს, ჩვენ ამ პანდემიასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს პესიმიზმიც აქედან გამომდინარეა“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკასთან არის დაკავშირებული.

„საქართველოს ეკონომიკა ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გახსნილი ეკონომიკა იყო. ჩვენ არ ვართ ვაკუუმში და, შესაბამისად, გლობალურ ეკონომიკაში პროგნოზების გაუარესება არ შეიძლება არ აისახოს პროგნოზებზეც ჩვენთან მიმართებაში“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს კრიზისიდან შესაძლო გამოსვლის გზებზეც ისაუბრა.

„თუ ჩვენ ახლა აქცენტს გავაკეთებთ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და ნაკლებად დამოკიდებული გავხდებით იმპორტზე, ეს ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის მამოძრავებელი ძალა გახდება. აქედან გამომდინარე, პესიმიზმი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა 2021 წლისთვის ჩვენ უფრო კარგი შედეგი გვქონდეს“, – განაცხადა თურნავა.

EBRD-ს შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე ნეგატიურ გავლენა ტურიზმიდან შემოსავლის შემცირებამ მოახდინა.

აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საქართველოს ხელისუფლება უკვე მუშაობს იმაზე, რომ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს მიიღებს. ქვეყანა საერთაშორისო ტურიზმისთვის საზღვრებს 1 ივლისიდან გახსნის და, სავარაუდოდ, პირველი, ვისაც ქვეყანა უმასპინძლებს, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტები იქნებიან.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (841)

მთავარი თემები