Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა უჯდება სახელმწიფოს კარანტინში ერთი ადამიანის შენახვა

გამოწერა
სახელმწიფოს ფასები ასეთია: კარანტინში ერთი ადამიანის შენახვა – 100 ლარი, სტაციონარში მკურნალობა – 100-120 ლარი, ტესტის სახეობიდან გამომდინარე ტესტირება – 20 და 150 ლარი.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. საკარანტინო ზონაში ერთი ადამიანის შენახვაზე სახელმწიფო 100 ლარს გამოყოფს – შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ“.

ამ დროისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ოპერირებას უწევს დაახლოებით 90 საკარანტინო ზონას, რომლებიც 5 ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი. უცხოეთიდან დაბრუნებული ყველა მოქალაქე გადაჰყავთ სასტუმროებში, რომლებიც საკარანტინო სივრცეებად გადაკეთდა.

ადგილებზე 24-საათიან რეჟიმში ექიმები არიან მობილიზებული. სასტუმროების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს. 

დახურული კაფეები და რესტორნები თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
არშემდგარი „ეკონომიკური აპოკალიფსი“ და გამარტივებული თამაშის წესები

რაც შეეხება კლინიკებში საწოლების რაოდენობას, სახელმწიფო თითოეულ ადგილზე დღეში 100-დან 120 ლარამდე გამოყოფს. დღეში 100 ლარს უხდის სახელმწიფო იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებშიც 80-მდე საწოლია, ხოლო 120 ლარს - იმ საავადმყოფოებს, სადაც საწოლების რაოდენობა 80-ზე მეტია.

სახელმწიფო ასევე ანაზღაურებს PCR ტესტირების ხარჯებს – თანხა 150 ლარია. სწრაფი ტესტის შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობა 20 ლარს შეადგენს.

მთლიანობაში ამ პროგრამაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 89,9 მლნ ლარია გამოყოფილი.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 29 პაციენტი. კლინიკებში კორონავირუსის დიაგნოზით 332 ადამიანი მკურნალობს.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 269, გარდაიცვალა 9. კარანტინში იმყოფება 5 133 ადამიანი, სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 523 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0