Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში 47 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს: ყველა მათგანი კონტროლის ქვეშაა

© Sputnik / Alexander Imedashviliდეზერტირების ბაზარი
დეზერტირების ბაზარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აგრარულ ბაზრებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მარტის ბოლოდან დაიკეტა, 27 აპრილიდან მუშაობის ნებართვა მისცეს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოში ამ დროისათვის 47 აგრარული ბაზარი მუშაობს, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.

ყველა მათგანმა უკვე მიიღო შესაბამისი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა იმუშაონ პანდემიის პირობებში. სააგენტოს ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მათ მონიტორინგს.

სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს ეფუძნება. მოვაჭრეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ნიღბებით, ხელთათმანებით და მუშაობის დაწყებამდე ჩაიტარონ თერმოსკრინინგი. 

ტესტები - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსი 610 ადამიანს დაუდგინდა

„ყოველივე ეს ჩანაწერების სახით უნდა იყოს დაფიქსირებული დირექციის მიერ. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა როგორც მომხმარებლებში, ასევე მოვაჭრეებში“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

მისი სიტყვებით, ბაზრებში ადამიანების შესვლასა და გამოსვლას გააკონტროლებენ როგორც ბაზრის ადმინისტრაცია, ასევე მოვაჭრეები.

„ეს მათი მოვალეობა და სამოქალაქო ვალდებულებაა. თუ ბაზრის ადმინისტრაცია მენეჯმენტს სწორად მართავს, მაშინ ეს რეკომენდაციები მარტივი შესასრულებელი იქნება“, – აღნიშნა ბასილაძემ.

იმ შემთხვევაში, თუ წესები და რეკომენდაციები დაირღვევა, ბაზრების ადმინისტრაციები დაჯარიმდებიან.

აგრარულ ბაზრებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო მარტის ბოლოდან დაიკეტა, 27 აპრილიდან მუშაობის ნებართვა მისცეს, მაგრამ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვის შემთხვევაში.

ბაზრებისადმი წაყენებული მოთხოვნებია - მოვაჭრეების ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი, პროდუქციის შეტანა-გატანის სანიტარული ზედამხედველობა, სადეზინფექციო სამუშაოების სათანადოდ შესრულება, თერმოსკრინინგი და პირბადეების სავალდებულო ტარება, ასევე საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაწერილი წესების შესრულება.

ყველა ახალი ამბავი
0