09:50 15 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4817
  • 100 RUB4.3094
  • USD3.0633
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1210)
10610

ის ობიექტები, სადაც  არ არის დაცული უსაფრთხოების წესები, მუშაობის განახლებას მხოლოდ დამატებითი შემოწმების შემდეგ შეძლებენ

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა უსაფრთხოების წესების შესრულება 1344 კომპანიაში, მათ შორის ონლაინ-მაღაზიებში შეამოწმეს,  ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვებისა და აკრძალვების სრული ჩამონათვალი 5 მაისისთვის >>

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო იმ კომპანიებისათვის, რომლებიც 31 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაიკეტა. დღეიდან დაიშვა სამშენებლო კომპანიების, ავტოსარემონტო სახელოსნოების და სამრეცხაოების მუშაობა, თუმცა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვით.

შემოწმებული კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ. თუმცაღა, ის ობიექტები, სადაც არ არის დაცული სათანადოდ უსაფრთხოების წესები, მუშაობის განახლებას მხოლოდ დამატებითი შემოწმების შემდეგ შეძლებენ.

კორონავირუსის აფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ქვეყანაში წარმოდგენილი ბიზნესის თითქმის ყველა სფერო დაზარალდა. ამიტომ შეზღუდვების სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო მოხსნა ხელისუფლების მთავარ ამოცანას წარმოადგენს.

21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გამოცხადებულია კომენდანტის საათი. ტაქსებისა და სხვა მსუბუქი ავტომობილებისთვის მოქმედებს მკაცრი შეზღუდვა - დასაშვებია მხოლოდ ორი მგზავრის გადაყვანა და მხოლოდ უკანა სავარძელზე. სამ კაცზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყანაში 21 მაისამდე იმოქმედებს. დღეისათვის საქართველოში 604 ინფიცირებულია, 240 გამოჯანმრთელებული და 9 გარდაცვლილი პაციენტია.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1210)

მთავარი თემები