02:19 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (878)
112 0 0

ექსპორტიორები და დისტრიბუტორები ფერმერებისგან ადგილზე ყიდულობენ პროდუქციას და თვითონვე გამოაქვთ. ეს ყველაფერი უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით კეთდება.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მარნეულში ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორები ჩავიდნენ, რათა ადგილზე გაეცნონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობასა და ხარისხს.

როგორც ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განუცხადა, რამდენიმე დღის განმავლობაში მარნეულიდან დაახლოებით 1 000 ტონა ბოსტნეული გამოიტანეს, აქედან 65% კიტრია.

როგორ მიიღებენ დახმარებას თვითდასაქმებულები: რა უნდა ვიცოდეთ>>

„ესენი ის ექსპორტიორები არიან, ვისაც საქართველოდან პროდუქციის გატანის უდიდესი გამოცდილება აქვს. მუშაობენ სხვადასხვა სახის პროდუქციაზე – როგორც ბოსტნეულზე, ასევე ხილზე. მათ დაათვალიერეს მარნეულის ტერიტორიაზე არსებული სამაცივრე მეურნეობები, რადგან ექსპორტიორისთვის აუცილებელია მოხდეს პროდუქციის დახარისხება, ფერმერს კი მიეცეს საშუალება, რომ თავისი პროდუქცია თავისი შეხედულებისამებრ შესთავაზოს ექსპორტიორს“, – განაცხადა პავლიაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი შეხვედრების მეშვეობით მოხდება ფასების დარეგულირება და გაძლიერდება კონკურენცია. ამას გარდა, სამინისტროში მიიჩნევენ,რომ ექსპორტიორების კავშირი ფერმერებთან სხვა რეგიონებშიც უნდა მოგვარდეს.

როგორც პავლიაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მუშაობს, და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს პროცესი უფრო მობილური გახდეს.

მარნეულში მყიდველები ჩადიან არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც. მხოლოდ გუშინ მუნიციპალიტეტიდან ბოსტნეულით დატვირთული 178 სატვირთო მანქანა გავიდა. მთავრობა ამგვარად წყვეტს სოფლის პროდუქტის რეალიზების პრობლემას საქალაქთაშორისო მიმოსვლის აკრძალვის პერიოდში.

ამასთან, პროდუქციის შესყიდვის პროცესში დაცულია სიფრთხილის ყველა ზომა, ტარდება დეზინფექცია.

ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება>>

იმისთვის, რომ ფერმერებმა არ დაარღვიონ კარანტინი, ასევე სხვა შეზღუდვები და აკრძალვები საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სადისტრიბუტორო კომპანიები თვითონ ეწვიონ რაიონებს და ადგილზე შეიძინონ ფერმერებისგან ხილ-ბოსტნეული.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად 23 მარტს გამოცხადდა და დაიკეტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივი მცხოვრები ქალი კორონავირუსით დაინფიცირდა და მას რამდენიმე ათეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

ამ დროისთვის რაიონის შესასვლელებში 12 ბლოკპოსტია განლაგებული.

თემები:
COVID-19 საქართველოში (878)

მთავარი თემები