საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება გადაწყვიტა

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან თანდათანობით გამოსვლა დაიწყო და განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8,5%-მდე შეამცირა.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 9%-დან 8,5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსური სტაბილურობის საიდუმლო განმარტა>>

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გასული წლის სექტემბრიდან გაამკაცრა ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა.

წლიური ინფლაციის დონემ მარტში 6,1% შეადგინა 3% მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში. მოსალოდნელია, რომ ის მაღალ დონეზე დარჩება წლის ბოლომდე და მიზნობრივ მაჩვენებელს 2021 წლის პირველი ნახევრისთვის მიუახლოვდება. ამასთან, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოთხოვნა შემცირდა.

ქართული ვალუტა - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზრის სტაბილიზაციისთვის ვალუტა გაყიდა

„მოთხოვნის მხარეს მოსალოდნელი სისუსტის გათვალისწინებით, ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო და პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შეამცირა. შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ყველა ახალი ამბავი
0