13:04 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (591)
72 0 0

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების მშენებლობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnk. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106,3%-ით შეასრულა. 

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყების არსებობის ისტორიაში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და წინა წლის პირველი კვარტლის მონაცემზე 72%-ით მეტია.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე) მოქმედებს. სრულად შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის მეტროს მუშაობა. ქალაქების შესასვლელებთან საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო.

თუმცა, შეზღუდვები არ შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

2020 წლის იანვარი–მარტის პერიოდში სამინისტრომ 433,9 მლნ ლარი, გასული წლის პირველი კვარტლის მონაცემთან შედარებით, 181 მლნ ლარით მეტი აითვისა.

„შესრულებული სამი თვის საკასო ხარჯი წლიური დამტკიცებული გეგმის 21%-ია, შარშან კი 12% იყო. ასევე კრედიტებისა და გრანტების ნაწილში პირველი კვარტლის გეგმის გადაჭარბება მოხდა 26 მილიონი ლარით“, – ნათქვამია განცხადებაში.

გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიებმა.

კორონავირუსის მიუხედავად საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გზის მშენებლობა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (591)

მთავარი თემები