თებერვალში საქართველოს ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი კარანტინის რეჟიმში
თბილისი კარანტინის რეჟიმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარდნა 2020 წლის თებერვალში შეინიშნებოდა გადამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის სფეროებში.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2020 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,2% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

პრემიერმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის გეგმის შემუშავების დავალება გასცა>>

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2020 წლის იანვარში ზრდა შეადგენდა 5,1%-ს, ხოლო იანვარ-თებერვალში – 3,7%-ს.

საქართველოს ეკონომიკა გასულ წელს 5,2%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზზე მაღალი მაჩვენებელია, რომელიც 4,5%-ს შეადგენდა.

თბილისის ცარიელი ქუჩები - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს

2020 წლის თებერვალში ზრდა დაფიქსირდა საცალო და საბითუმო ვაჭრობაში, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

ვარდნა დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის სფეროებში.

როგორ აისახება კორონავირუსი ეკონომიკაზე

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი დემურ გიორხელიძე კორონავირუსისგან ეკონომიკისთვის მიყენებულ უზარმაზარ ზარალზე საუბრობს.

ლარმა გაუფასურება 9 მარტიდან დაიწყო. პროცესის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ჯამში 100 მილიონი დოლარის ოდენობის სამი ინტერვენცია.

ბადაგონის ღვინის ქარხანა - Sputnik საქართველო
საქართველოში 2019 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააზუსტეს

„მსოფლიო კრიზისების ეპოქაში შედის... ეკონომიკა დაზარალდება და საქართველოც დაზარალდება. ის უკვე დაზარალებულია. მაგრამ საქმე ისაა, რომ გადავარჩინოთ ადამიანები და გადავარჩინოთ ის ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც ვირუსის გაქრობის შემდეგ სწრაფად შეძლებენ საქმიანობის განახლებას“, – განუცხადა გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოს“.

ეროვნული ბანკის ძალისხმევის მიუხედავად, იმპორტიორებმა უკვე განაცხადეს, რომ არ შესწევთ არსებული ფასების შენარჩუნების ძალა და საქონელი გაძვირდება.

საქართველოს მთავრობამ, თავის მხრივ, დაამტკიცა პირველადი მოთხოვნის სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების პროგრამა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა გამიზნულია სურსათის ცალკეული სახეობების ფასების დაზღვევისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0