საქართველოში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები შემცირდა

© Government of Georgiaმზის პანელების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში
მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ასევე სურსათზე

 

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. 2020 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,6%-ით შემცირდა 2019 წლის დეკემბერთან შედარებით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

ხოლო გასული წლის იანვართან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 7,1%-ით გაიზარდა.

საქართველოში ინფლაცია დასტაბილურდა, მაგრამ ეკონომიკის ზრდა შესაძლოა შენელდეს >>

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა მოხდინა ფასების ზრდამ გადამამუშავებელ და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში (შესაბამისად 7,4% და 20,8%-ით).

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე იანვარში 2019 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით ფასები 4,6%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში - 15,4%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში - 4,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე - 7,1%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი იანვარში 11,7%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით.

სწრაფი გადახდის აპარატი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი დაკრედიტების წესების შერბილების პირობას დებს, თუმცა ვადებს არ ასახელებს

სამთო-მომპოვებელ პროდუქციაზე ფასები 32,9%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 9%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე - 14,1%-ით, ლითონის ნაკეთობაზე - 8,1%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 9,1%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 9,5%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

იანვარში ინფლაციის წლიურმა დონემ 6,4% შეადგინა ( მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენდა). სურსათზე ფასები 11,3%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ. ბოლო ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 8%-ით გაუფასურდა.

სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა გაცვლითი კურსის შემცირების შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0