ხობის რაიონში პლასტიკის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliპლასტიკის გადამუშავება
პლასტიკის გადამუშავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწარმოში შექმნილი პოლიმერული გრანულების გაყიდვა იგეგმება როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთულ ბაზრებზე

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტში მეორადი პლასტიკის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებენ, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, Global recycling co-მ, რომელიც ნიდერლანდურმა კომპანიამ H.I.P. Trade დააფუძნა, სახელმწიფო პროექტის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს" ფარგლებში აუქციონზე შეისყიდა მიწის ნაკვეთი ხობში. პროექტში ინვესტიციების საერთო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. საწარმოში დაახლოებით 500 ადამიანი დასაქმდება.

თბილისი - Sputnik საქართველო
რას მიიღებს მოსახლეობა პრივატიზირებული სახელმწიფო ქონებისგან

საწარმოში შექმნილი პოლიმერული გრანულების გაყიდვა იგეგმება როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთულ ბაზრებზე

სამინისტროს მონაცემებით კომპანია ასევე გეგმავს, განავითაროს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და მოიზიდოს უცხოური კომპანიები, რომლებიც პოლიმერების გადამუშავებითა და წარმოებით არიან დაკავებული. შედეგად, ადგილზე ახალი საექსპორტო პროდუქციის წარმოების მთელი ჯაჭვი შეიქმნება.

პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს" საქართველოში 2019 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში უკვე გაყიდულია 48,8 მლნ ლარის ღირებულების 45 ობიექტი.

ეკონომიკის სამინისტროს პროექტი ითვალისწინებს ერთდროულად ასი პარალელური აუქციონის ჩატარებას და გამარტივებული პროცედურებით სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალში შესულია სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო იმისთვის, რათა ბიზნესს ეფექტური ოპერირების საშუალება ჰქონდეს.

საქართველოს ხელისუფლებას აუქციონზე სასარგებლო წიაღისეულის 100 ობიექტი გააქვს>>

აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი ღირებულებაა 150 მლნ ლარი. პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანაში 2,5 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მოსალოდნელი ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 200 მლნ ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0