საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაიხედება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი ფრთხილი სცენარით შედგა, თუმცა, მონაცემები წლის დასაწყისიდან პროგნოზული მაჩვენებლების გაზრდის საშუალებას იძლევა

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გაზაფხულზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას და მისი 200 მლნ ლარით გაზრდას გეგმავს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოში 1 იანვრიდან 14,4 მლრდ ლარის ოდენობის ახალი სახელმწიფო ბიუჯეტი მოქმედებს. აქედან ძირითად თანხები წავა ჯანდაცვაზე, ინფრასტრუქტურასა და განათლებაზე. მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. ის მთავრობამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებისა და მოსახლეობის საჭიროებების საფუძველზე შეიმუშავა.

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი: ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდა

„უკვე გვაქვს თებერვლის მონაცემები, ანუ იანვრის ბრუნვების, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ არანაკლებ 200 მილიონით, ვფიქრობ, მეტითაც, გაზაფხულზე შემოვალთ კორექტირებით ბიუჯეტის ზრდისკენ, რადგან შემოსავლებმა ჩვენს მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა", - განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში გამოსვლისას.

მისი თქმით, ახალი მიდგომა შემოსავლების სამსახურის, რისკების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ საქართველოს ბიუჯეტს 2020 წელს საფრთხე არ ემუქრება.

„საქართველოს ეკონომიკას პოლიტიკური არასტაბილურობა საშუალოვადიან პერსპექტივაში უქმნის საფრთხეს, მაგრამ დღეს პრაქტიკულად საკუთრივ ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ექნება", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გაზრდილი ბიუჯეტიდან 100 მლნ მუნიციპალიტეტების დაფინანსებაზე წავა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს რეფორმებს კვლავ დააფინანსებს

სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანები დაგეგმილია 14,6 მლრდ ლარის დონეზე, მათ შორის, შემოსავლების პროგნოზია 11,2 მლრდ ლარი. ამასთან, გადასახადების შემოსავლებმა უნდა შეადგინოს 10,5 მლრდ ლარი, გრანტებმა - 241,9 მლნ ლარი, სხვა შემოსავლებმა - 520 მლნ ლარი.

პროგნოზის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნება განსაზღვრულია 14,4 მლრდ ლარის ოდენობით, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები 13,3 მლრდ ლარით, ხოლო დაფინანსება დონორების მხრიდან - 1,2 მლრდ ლარით.

ყველაზე მეტ დაფინანსებას 2020 წელს მიიღებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0