„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ევროპის საავიაციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

© Sputnik / Alexander Imedashviliავიაკომპანია Airzena Georgian Airlines
ავიაკომპანია  Airzena Georgian Airlines  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" მონაწილეობას მიიღებს ევროპის საავიაციო ფორუმში CONNECT 2020, რომელიც თურქეთში 19-21 თებერვალს გაიმართება, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" პრეს-სამსახურში.

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით მეორე ადგილზეა

რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში 2,6 ათასი შეხვედრა და 19 გამოფენა გაიმართება. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის თამარ არჩუაძის სიტყვებით, აღნიშნული ფორუმი საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.

„ფორუმის ფარგლებში შევხვდებით, პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს აეროპორტებში ოპერირებენ. ასევე ევროპის წამყვან სხვა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს. გვექნება პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ", – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

CONNECT – მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. 2018 წლის თებერვალში რიგით მე-15 საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. მასში 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საერთაშორისო საავიაციო ფორუმი 2004 წელს Airport Agency France-მა დააარსა. მისი მიზანია სამოქალაქო ავიაციის განვითარება.

ყველა ახალი ამბავი
0