ფულადი გზავნილები: რამდენი ვალუტა გადმოაგზავნეს საქართველოში

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დოლარები
აშშ-ის დოლარები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის იანვარში რუსეთის წილი საქართველოში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობის 20,6%-ს შეადგენდა

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. 2020 წლის იანვარში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების მოცულობა, 8.6%-ით გაიზარდა და 125,6 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში

2020 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვები 5,2%-ით ნაკლები იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ წლის პირველი თვის განმავლობაში დაახლოებით 26,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 20,8%-ია.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან: იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

იანვარში საქართველოდან უცხოეთში გადაირიცხა დაახლოებით 18,5 მლნ დოლარი, რაც 19,1%-ით მეტია გასული წლის პირველ თვესთან შედარებით.

© Sputnik / Konstantin Ivanovფულადი გზავნილები: რამდენი ვალუტა გამოაგზავნეს საქართველოში
ფულადი გზავნილები: რამდენი ვალუტა გადმოაგზავნეს საქართველოში - Sputnik საქართველო
ფულადი გზავნილები: რამდენი ვალუტა გამოაგზავნეს საქართველოში
ყველა ახალი ამბავი
0