17:07 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (246)
42 0 0

ორი ქვეყნის რკინიგზის პირველმა პირებმა, კერძო კომპანიების ჩართულობით, მუდმივად მოქმედი სეზონური და გამჭოლი ტარიფი შეიმუშავეს.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი თურქმენეთიდან ნავთობის ტრანზიტის ტარიფზე შეთანხმდნენ, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

სამშაბათს „საქართველოს რკინიგზისა" და „აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რეგიონის ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართული სახელმწიფო და კერძო კომპანიები – „აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო", „ბაქოს საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო პორტი", დიუბენდისა და ბათუმის ნავთობტერმინალები.

„მხარეებმა აღნიშნული ტვირთების პერმანენტული გადაზიდვისათვის „ვოლგა-დონის" საზღვაო მარშრუტთან მიმართებაში სეზონური და გამჭოლი ტარიფი შეიმუშავეს, რითიც წლის განმავლობაში „ვოლგა-დონის" მარშუტთან კონკურენცია შესაძლებელი გახდა", – ნათქვამია განცხადებაში.

ინტენსიური განხილვის შედეგად ინიცირებულ საკითხზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ოქმს და ეფექტური თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დაისახა.

საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა. საქართველოს რკინიგზის მონაცემებით, ტვირთბრუნვის ზრდა განაპირობა როგორც ვაგონებით გადაზიდვის, ისე საკონტეინერო გადაზიდვების ზრდამ. გარდა ამისა, 2018 წლიდან საქართველოს რკინიგზა ახორციელებს ხორბლისა და ქვანახშირის გადაზიდვებს ყაზახეთიდან. კერძოდ, საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა 39%-ით და 78,9 ათასი TEU შეადგინა, ხოლო მოგების ზრდამ საკონტეინერო გადაზიდვებიდან 43%-ს მიაღწია.

სს „საქართველოს რკინიგზა" ქვეყანაში სარკინიგზო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების მონოპოლისტია. ამასთან, სახელმწიფომ, შესაძლოა, მალე გაყიდოს კერძო კომპანიებზე გადაზიდვების უფლება და თავისთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული ნაწილი დაიტოვოს.

საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მხრივ მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს. ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის" შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი-დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო განშტოება ბაქო-თბილისი-ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (246)

მთავარი თემები