01:48 07 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (601)
64 0 0

2019 წლის დეკემბერში მშპ-ს ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. 2019 წლის იანვარ-დეკემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალოთვიური მაჩვენებლით 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,2% შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2019 წლის დეკემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,8% შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკის ზრდის დინამიკა
© Sputnik / Konstantin Ivanov.
საქართველოს ეკონომიკის ზრდის დინამიკა

2019 წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა იანვარში - 3,5% 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ყველაზე მაღალი ნოემბერში - 6,4%.

2019 წლის დეკემბერში ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი ინდუსტრიის, ტრანსპორტისა და სასაწყობო მეურნეობის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ავტომობილებისა და მოტოციკლეტის შეკეთების, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში.

კლება მშენებლობის სფეროში დაფიქსირდა.

ეკონომიკის ზრდის პროგნოზები

საქართველოს მთავრობამ გასული წლის ნოემბერში 2019 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4,5%-დან 4,8%-მდე შეცვალა. ეროვნული ბანკი კონსერვატიულ პოზიციაზე დარჩა და პროგნოზი 4,5%-ის დონეზე დატოვა.

იმის მიუხედავად, რომ ტურისტების ნაკადმა არ გაამართლა პროგნოზები, რომლებიც რუსეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვას უკავშირდებოდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2019 წელს მშპ-ს ზრდის პროგნოზი 4,6%-ის დონეზე დაადასტურა.

ეკონომიკური ზრდის შენელებას ვარაუდობს ასევე კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart. მისი პროგნოზის თანახმად, 2019 წლის მეორე ნახევარში ზრდა იქნება 4,3% – ტურიზმის სფეროში შემოსავლების მოსალოდნელი დაკარგვის გამო. მთლიანობაში, წლის განმავლობაში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება, ვინაიდან 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ზრდამ 4,8% შეადგინა, მიიჩნევენ კომპანიის ანალიტიკოსები.

ეკონომიკური ზრდა - მთავრობის კარგი მუშაობის შედეგია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მთავრობის მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„წინასწარი შედეგებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2-%ით გაიზარდა, რაც მაღალი მაჩვენებელია. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი, ვიდრე წინასწარი პროგნოზები“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მან გაიხსენა, რომ 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი იყო მხოლოდ 4.5%, რადგან რეგიონში ბევრი პრობლემაა.

„ჩვენ ვხედავთ,  რომ ეს პროგნოზი არ გამართლდა და ზრდა გაცილებით დიდია. მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის მიმართული ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელ ძალას ექსპორტი წარმოადგენდა.

„2019 წელს ჩვენი ექსპორტი აჭარბებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს – 3 მილიარდ 770 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი ქართული წარმოება ხდება უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და გაცილებით ძლიერად იკიდებს ფეხს, უპირველესად – ევროპულ ბაზრებზე“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მთავრობა ქართულ ბიზნესს სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ეხმარება.

თურნავა: ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო საქართველო ეკონომიკურ რისკებს სწავლობს >>

„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს დეკემბერში რეგისტრირებულ საწარმოებში ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,4%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რიცხვმა 4015 ერთეულს მიაღწია, რაც 2018 წლის დეკემბერთან შედარებით 16,1%-ით მეტია.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (601)

მთავარი თემები