ყირგიზეთიდან მატარებლებმა ტვირთების საქართველოში გადაზიდვა დაიწყეს

© photo: Sputnik / Mikhail Mokrushkin / გადასვლა მედიაბანკშიმატარებლები საწვავით
მატარებლები საწვავით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელები საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ყირგიზეთში დაკომპლექტებული პირველი სატვირთო მატარებლები უზბეკეთის გავლით საქართველოსკენ გამოემგზავრნენ, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი".

ტაშკენტში 2019 წლის დეკემბერში საქართველოს, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა. მხარეები 2020 წლის პირველ კვარტალში ამ ხუთ ქვეყანას შორის 2020-ე საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის ამოქმედებაზე შეთანხმდნენ. მონაწილეებმა დაადგინეს ერთიანი სატრანზიტო სატარიფო განაკვეთი, ასევე შექმნეს საკოორდინაციო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარეც უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრია.

ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე საექსპორტო ტვირთებით დატვირთული მატარებელი ივლის - Sputnik საქართველო
ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით ავტომობილებით დატვირთულმა საიუბილეო კონტეინერმა გაიარა

„პირველი საპილოტე სატვირთო მატარებლები, რომლებიც ყირგიზეთში დაკომპლექტდა, გასულ კვირაში უზბეკეთის ტერიტორიის გავლით საქართველოსკენ გაემართნენ", – ნათქვამია რკინიგზის კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

მატარებლებმა ყირგიზეთიდან ბათუმში ჩაიტანეს თითქმის 50 ცისტერნა საწვავი, რასაც 33 საათი დასჭირდა.

კომპანია „უზბეკისტონ ტემირ იულარიში" დააზუსტეს, რომ „მოცემული სატრანზიტო მულტიმოდალური დერეფნით გამგზავრებისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანში მზად არიან შემდეგი შემადგენლობები".

უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა 2017 წლის დეკემბერში დაამტკიცა 2018-2022 წლების ტვირთების გადაზიდვის საგარეო სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიკაციის პროგრამა. კერძოდ, ჯერ კიდევ 2018 წლის პირველ კვარტალში იგეგმებოდა საპილოტე სატრანზიტო გადაზიდვების დაწყება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით.

ჩინეთიდან ევროპისკენ ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტით პირველი მატარებელი დაიძრა>>

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2007 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. მისი მონაწილეების შეფასებით, საწყის ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იქნება 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე, ასევე გადაყვანილი იქნება ერთ მილიონამდე მგზავრი.

ყველა ახალი ამბავი
0