გამოცხადდა პირველი ქართული ელექტრომობილის გამოშვების თარიღი

© photo : Changan Worldwide / FBელექტრომობილი Changan Automobile
ელექტრომობილი Changan Automobile  - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროდუქციის ნახევარი შიდა ბაზარზე დარჩება, მეორე ნახევარი კი ექსპორტზე გაიგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ქუთაისის ქარხანა პირველ ელექტრომობილს 2020 წელს გამოუშვებს, განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ ხელისუფლებამ 2019 წლის გაზაფხულზე განაცხადა. შესაბამისი მემორანდუმი ქართულმა ჰოლდინგმა Igroup-მა და ჩინურმა კონსორციუმმა Changan Automobile-მა მაისში გააფორმეს. მხარეები მშენებლობის 24 თვეში დასრულების შესახებ შეთანხმდნენ.

ელექტრომობილი Changan Automobile  - Sputnik საქართველო
ქართული ელექტრომობილები ტესტირებას უნგრეთში გაივლიან

შალამბერიძის თქმით, პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში ქარხანაში 5 ათასი ელექტრომობილის წარმოება იგეგმება – ყველა მათგანი ექსპორტზე გავა ევროკავშირში. 2021 წლის შემოდგომისთვის ქარხნის წარმოების სიმძლავრე რვაჯერ უნდა გაიზარდოს და ქუთაისში წარმოებული ელექტრომობილების ნაწილი შიდა ბაზარზე დარჩება.

„შემდგომ ეტაპზე ეს რიცხვი 40 ათასამდე გაიზრდება. ჩვენ მარტო აწყობას არ ვგეგმავთ, ადგილზე უნდა მოხდეს სათადარიგო ნაწილების წარმოებაც. ეს არის ჩინური ბრენდი და ჩვენ ზუსტად იმავე სტანდარტებით გამოვუშვებთ", – განაცხადა შალამბერიძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში.

გუბერნატორის თქმით, ქუთაისის ინდუსტრიული კომპლექსი ითვალისწინებს აგრეთვე ეკოპროდუქციის, მზის პანელებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საწარმოებს. როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონის მოსახლეობის დასაქმების თვალსაზრისითაც.

„ჩვენ დიდი მოლოდინები გვაქვს, რამდენადაც ამ ეტაპზე დასაქმებულია 300 ადამიანი, თუმცა მომავალში შტატი 3 ათასამდე გაიზრდება... ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, დიდ სარგებელს მოუტანს არა მარტო ქუთაისს, არამედ მთელ საქართველოს", – დასძინა მან.

ყველა ახალი ამბავი
0