როგორ შეიცვალა საქართველოში ფასები სამრეწველო პროდუქციაზე

© photo: Geosteel LLC / FBჯართის გადამამუშავებელი ქარხანა „ჯეოსტილი“
ჯართის გადამამუშავებელი ქარხანა „ჯეოსტილი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი წლის განმავლობაში ფასები ძირითადად გაიზარდა გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის პროდუქციაზე, ასევე სურსათზე

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებლების ფასების ინდექსი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა 7.8%-ით, 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

საქართველოში ფასების ზრდა, მათ შორის სამრეწველო პროდუქციაზე, ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე მიმდინარეობს. ექვსი თვის განმავლობაში, ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 8%-ით გაუფასურდა. დღევანდელი ლარის კურსი დოლარის მიმართ - 2,887 GEL/$1.

საქართველოში ინფლაცია დასტაბილურდა, მაგრამ ეკონომიკის ზრდა შესაძლოა შენელდეს >>

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა მოახდინა გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფასების ზრდამ 8% -ით, ხოლო სამთო მომპოვებელში - 17.3% -ით.

დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის ფასები 0,5%-ით შემცირდა.

ადგილობრივი წარმოება

საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასები ნოემბერში გაიზარდა 6.6%-ით, 2018 წლის იმავე თვესთან შედარებით.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ ინდუსტრიაში - 7,8%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე - 9%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი 2018 წლის იმავე თვესთან შედარებით 11.1%-ით გაიზარდა.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
შეასრულებს თუ არა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები პანაცეის როლს ქვეყნის ეკონომიკისთვის

სამთო მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციის ფასები 31.1%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი ინდუსტრიის ექსპორტირებული პროდუქციის ფასები გაიზარდა 8,4%-ით, მათ შორის საკვებ პროდუქტებზე - 10.2%-ით, ლითონის ნაწარმზე - 10.2%-ით.

საქართველოში იმპორტირებული სამრეწველო პროდუქციის ფასები საანგარიშო პერიოდში 8,6%-ით გაიზარდა. ამავდროულად, გადამამუშავებელი ინდუსტრიის იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდა 8,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტები - 9.9%-ით.

სამომხმარებლო ფასები

2019 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა დონემ 7% შეადგინა ( მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იყო). კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები 12,3%-ით, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო კი 15,6%-ით გაძვირდა.

მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური წნეხის განეიტრალების მიზნით პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი 6.5%-დან 9%-მდე გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0