04:00 30 მარტი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6232
  • 100 RUB4.2168
  • USD3.2896
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სოფლის მეურნეობა (64)
70 0 0

ქართულმა კომპანიებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე მოხვედრა სახელმწიფოს მხარდაჭერით შეძლეს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. რიგით 85-ე საერთაშორისო გამოფენაში „მწვანე კვირეული 2020", რომელიც ბერლინში იმართება, 16 ქართული კომპანია მონაწილეობს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში მიღწევებს, საკვები პროდუქტების წარმოებასა და მებაღეობას ეძღვნება, 1926 წლიდან ტარდება. ქართულმა კომპანიებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე მოხვედრა სახელმწიფოს მხარდაჭერით შეძლეს.

ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ქართული ღვინო, ჭაჭა, თაფლი, ლიმონათი, ნატურალური წვენები, ჩაი, ჩირი.

გამოფენის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა ლიეტუველ, ესტონელ და ბელარუს კოლეგებთან შეხვედრები გამართა. განხილვის მთავარი თემა ქვეყნებს შორის აღნიშნულ დარგში თანამშრომლობის გაგრძელება, ფიტოსანიტარიის, ვეტერინარიის მიმართულებები და სხვა საკითხები იყო.

გამოფენაზე შესაძლებელია კვების მრეწველობის პრაქტიკულად სრული სპექტრის ნახვა: ხორცი, ძეხვეული, ხილი, ჩაი, ზღვის პროდუქტები, ღვინო, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, სათბური, მეცხოველეობა, საოჯახო მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობა და იარაღი და ა.შ.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო და ასევე მეტყევეობისთვის განკუთვნილი პროდუქციის ჩვენება-გაყიდვა.

თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა (64)

მთავარი თემები