მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გამოქვეყნდა მსოფლიოს უძვირესი ქალაქების რეიტინგი: რომელ ადგილზეა თბილისი

© Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცები მაღაზიის ვიტრინის წინ
მამაკაცები მაღაზიის ვიტრინის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ცხოვრების ღირებულების ინდექსი“ გამოთვლილია მომსახურების სფეროში ფასების, ტრანსპორტის ღირებულების, კომუნალური გადასახადებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. სტატისტიკის გლობალური ბაზის Numbeo-ს საიტზე მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგი გამოქვეყნდა. 

კომპანიის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარში „ცხოვრების ღირებულების ინდექსით“ ლიდერობს ციურიხი. 

თბილისი - Sputnik საქართველო
გამოქვეყნდა ქვეყნების ახალი რეიტინგი ცხოვრების დონის მიხედვით – რომელ ადგილზეა საქართველო

აღსანიშნავია, რომ უძვირესი ქალაქების პირველ ხუთეულს მთლიანად შვეიცარიის ქალაქები შეადგენს. ესენია: ციურიხი, ბაზელი, ლოზანა, ჟენევა და ბერნი.

სიძვირის მიხედვით ლიდერი ქვეყნების ათეულში ასევე შედის ნორვეგიის ოთხი ქალაქი – სტავანგერი, ოსლო, ტრონჰეიმი და ბერგენი, და ისლანდიის რეიკიავიკი.

საქართველოს დედაქალაქი თბილისი აღნიშნულ რეიტინგში 404-ე ადგილზე მოხვდა.

რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს, თბილისთან შედარებით ყველა უფრო „ძვირი“ გამოდგა. მაგალითად, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო უფრო „ძვირი“ გამოდგა და 390-ე პოზიციაზე მოხვდა, ერევანმა 380-ე ადგილი დაიკავა, სტამბული 325-ე ადგილზეა, ხოლო მოსკოვი 251-ე ადგილზე განთავსდა.

როგორც სერვისის საიტზეა ნათქვამი, „ცხოვრების ღირებულების ინდექსი“ გამოითვალა მაღაზიებისა და რესტორნების ფასების, ტრანსპორტის ღირებულებისა და კომუნალური გადასახადების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით.

ყველა ახალი ამბავი
0