11:19 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6292
  • 100 RUB4.1886
  • USD3.0738
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (277)
108 0 0

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანია Wucher Helicopter Gmbh-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის საკურორტო ზონებში ფრენებს ავტრიული კომპანია Wucher Helicopter Gmbh განახორციელებს, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ავსტრიულ კომპანია Wucher Helicopter Gmbh-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) გასცა.

სააგენტოში შემოტანილი განაცხადის მიხედვით, Wucher Helicopter Gmbh მიმდინარე წლის 15 აპრილამდე გოდერძის, მესტიის და ყაზბეგის ზონაში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ, სამი ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით Heli-skiing ტურებს მოემსახურება. ფრენები 18 იანვრიდან, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ზონაში ოპერირებით დაიწყება.

უწყების ცნობით, ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში, ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, ეს არ იქნება რეგულარული რეისები, ფრენები ტურისტებისთვის სასურველ ზონებში განხორციელდება.

„ეს არ იქნება A წერტილიდან B წერტილამდე მგზავრების გადაყვანა, ეს არის წინასწარ განსაზღვრული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში, მთაში გადასხმა, სნოუბორდინგისთვის გადაყვანა", – აღნიშნეს სააგენტოში.

Wucher Helicopter Gmbh-ის გარდა Heli-skiing ტურებს გუდაურსა და მესტიაში ასევე ემსახურება გერმანული HTM Helicopter Travel Munich GmbH.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, ამ კომპანიის ოპერირება ბოლო რამდენიმე წელია ხელს უწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას საქართველოს სათხილამურო კურორტებზე და უზრუნველყოფს ზამთრის ტურიზმისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (277)

მთავარი თემები