00:48 19 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (87)
46 0 0

გასულ წელს მგზავრების რაოდენობა გაიზარდა ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში და შემცირდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. 2019 წელს საქართველოს ხუთივე აეროპორტი რეგულარული და არარეგულარული რეისებით მოემსახურა 5,2 მილიონზე მეტ მგზავრს, რაც 3,5%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ერთადერთი აეროპორტი აღმოჩნდა, სადაც მგზავრთნაკადი შემცირდა - 2019 წელს ის 3,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც თითქმის 3,1%-ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წელს.

სააგენტოს მონაცემებით, მიზეზი საქართველოს და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმება გახდა. საქართველოს და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა გასული წლის 8 ივლისიდან შეჩერდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით თბილისში ანტირუსული აქციების ფონზე მიიღო.

ყველაზე დიდი - 41,5%-იანი ზრდა - დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს. რუსული ავიაკომპანიები ქუთაისის აეროპორტში რეისებს პრაქტიკულად არ ასრულებდნენ, ამიტომ კრიზისული სიტუაცია მასზე არ ასახულა. ერთადერთი რუსული ავიაკომპანია, რომელიც ქუთაისში დაფრინავდა, იყო „ურალის ავიახაზები“.

მგზავრთნაკადის სტატისტიკა საქართველოს აეროპორტებში 2019 წელს

აეროპორტები რაოდენობა ზრდა/კლება (%)
თბილისი 3 692 175 -3,1
ქუთაისი 873 616 41,5
ბათუმი 624 151 4,2
მესტია 8 625 25,8
ამბროლაური 1 966 24,3
სულ 5 209 505 3,5

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო დაახლოებით 624,2 ათასი მგზავრი - 4,2%-ით მეტი, ვიდრე 2018 წელს.

მგზავრთნაკადი ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებშიც გაიზარდა. მესტიის აეროპორტი 2019 წელს მოემსახურა 8,6 ათასზე მეტ მგზავრს - 25%-ით მეტი, ხოლო ამბროლაურის - 1966 ადამიანს, რაც 24%-ით მეტია, ვიდრე 2018 წელს.

საქართველოს აეროპორტებში შესრულებული რეისები 2019 წელს

რეისები რეისების რაოდენობა ზრდა/კლება (%)
რეგულარული 21 399 -0,6
ჩარტერული 3 048 1
სულ 24 447 0,6

საქართველოს აეროპორტებში 2019 წელს სულ 24,4 ათასზე მეტი რეისი შესრულდა, რაც 2018 წელთან შედარებით 0,7%-ით ნაკლებია. აქედან 21,4 ათასი - რეგულარულია, ხოლო 3 ათასზე მეტი - ჩარტერული.

უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვებში - 2019 წელს ჰაერით გადაზიდულია 24,9 ათასი ტონა ტვირთი, რაც 2018 წელთან შედარებით 2,1%-ით ნაკლებია.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (87)

მთავარი თემები