საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალ ტენდერს ამზადებს

© photo: Anaklia Port / FBანაკლიის პორტის მშენებლობა
ანაკლიის პორტის მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება არ აპირებს უარყოფილ ინვესტორთან მოლაპარაკებების გაგრძელებას მისი მხრიდან პორტის მშენებლობის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესახებ

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მნიშვნელობას და იწყებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ გაწყვიტოს საინვესტიციო შეთანხმება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, რომელმაც 2019 წლის დეკემბერში უკვე მეშვიდედ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება და მთავრობისთვის ბანკებთან საკრედიტო შეთანხმებების შესახებ დოკუმენტაციის წარდგენა.

Микрофон в мультимедийном пресс-центре Sputnik Грузия - Sputnik საქართველო
ბადრი ჯაფარიძე: მმართველ ძალას უნდოდა ამ პროექტის გაჩერება

როგორც უწყება განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება წერილობითი შეტყობინებით თავად კონსორციუმს გაუგზავნა.

„საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად ითვალისწინებს 60 დღიან წინა საარბიტრაჟო ვადას, მაგრამ ეს ვადა უნდა გამოიყენოს იმ მხარემ, რომელიც გეგმავს საარბიტრაჟო დავის წამოწყებას და მხოლოდ წინა საარბიტრაჟო პროცედურებზე მოლაპარაკებას საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების მიზნით“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

დოკუმენტი აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას.

უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია.

საარბიტრაჟო სასამართლო არ შედგება?

თავის მხრივ, როგორც განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც კონსორციუმში შემავალი TBC Holding-ის დამფუძნებელია, საარბიტრაჟო დავა საქართველოს ინტერესებს დააზარალებს, ამიტომ მისი თავიდან აცილებაა საჭირო.

„ჩვენ სულ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ამ პროექტის განხორციელება იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და უსაფრთხოების მომავალი. შესაბამისად, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ავიცილოთ არბიტრაჟი, თორემ არბიტრაჟისთვის ვართ ძალიან სერიოზულად მზად და ყველა ის პირი, ვინც ამ პროექტს ხელი შეუშალა, აგებს პასუხს”, – განუცხადა ჟურნალისტებს  ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, კონსორციუმი პროექტის გადასარჩენად ბოლო შანსს გამოიყენებს.

ჰაერივით საჭიროა - მინისტრი ანაკლიის პორტის ინვესტორებისთვის დაწესებულ ვადებზე საუბრობს >>

„არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2-თვიანი პერიოდი. ამხელა კონტრაქტი ასე არ წყდება. ჩვენი იურისტები ამზადებენ შემაგებებელს და მიმდინარეობს იურიდიული პროცესი,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რა ვალდებულება ვერ შეასრულა კონსორციუმმა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ისინი ითხოვენ გარკვეული პირობების შესრულებას, რომელთა შორის ყველაზე მთავარია მოთხოვნა სახელმწიფოსადმი, დააზღვიოს ის განსხვავება, რომელიც კონსორციუმს კრედიტის გრაფიკით დაფარვისთვის, შეიძლება, არ ეყოს. სახელმწიფომ ეს სახსრები უნდა გადასცეს კონსორციუმს, ხოლო მან, თავის მხრივ, ის ბანკებს უნდა გადაუხადოს.

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ვნებათაღელვა ანაკლიის პორტის ირგვლივ: რას გადაწყვეტს საერთაშორისო არბიტრაჟი

ამ პირობებს კატეგორიულად არ ეთანხმებოდა საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხში დათმობას არ აპირებდა. ამის გამო ფინანსური გარიგების დახურვა ჩაიშალა.

თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თი-ბი-სი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.

თუმცა, ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე სახელმწიფო დათმობაზე წავიდა და პორტის მშენებლობის ეტაპები შვიდიდან ცხრა ფაზამდე გაზარდა, სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდმა" კონსორციუმს 22 წელზე გათვლილი 100 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო, რომელსაც კომპანია მას შემდეგ მიიღებდა, რაც მშენებლობის პირველი ფაზის დაფინანსების წყაროს იპოვიდა.

აშენდება თუ არა ანაკლიაში პორტი – მთავრობა გადაწყვეტილების მისაღებად ემზადება >>

შეთანხმების ხელმოწერიდან 2018 წლის ოქტომბრამდე სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. პრაქტიკულად ყველა ცვლილება ეხებოდა ვადების გაგრძელებას. ამასთან, კონსორციუმს ჩამოაწერეს 11 მლნ დოლარის ჯარიმა.

წლის პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.

საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ამასთან ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი მცირე სიღრმე – ამ დროისთვის მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2018 წლის ივლისში კი დაიწყო მუშაობა ფსკერის 16 მეტრამდე ჩასაღრმავებლად. ამჟამად პორტის მშენებლობა გაჩერებულია.

ყველა ახალი ამბავი
0