ბაღდათში ანანოვების ყოფილი სასახლე 1,375 მილიონ ლარად გაიყიდა

© Pixabay / Daniel_B_photosაუქციონი
აუქციონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მე-19 საუკუნეში აგებული შენობა შპს „ინვესტ ჯგუფმა" შეიძინა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში და კომპანია იქ ტურისტული ცენტრის მოწყობას გეგმავს.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში მდებარე ცნობილი ვაჭრების ანანოვების ყოფილი სასახლე ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა, იუწყება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

73500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ინვესტორმა, შპს „ინვესტ ჯგუფმა" 1 375 000 ლარად შეიძინა.

სახელმწიფო 100 ობიექტის გაყიდვას შეუდგა>>

ანანოვების ყოფილ სასახლეში პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში ტურისტული კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

თბილისი - Sputnik საქართველო
რას მიიღებს მოსახლეობა პრივატიზირებული სახელმწიფო ქონებისგან

ტურისტულ ცენტრში სასტუმროსთან ერთად განთავსებული იქნება ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო სივრცე და სპორტული მოედანი.

მე-19 საუკუნეში აშენებული ნაგებობა სახელმწიფოს ბალანსზე იყო და ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გასაყიდად ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გამოიტანა.

ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოცხადდა და 2020 წლის 13 იანვარს დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 1 370 000 ლარი იყო.

XIX საუკუნის დასავლეთ საქართველოში ყველაზე მსხვილი მიწათმფლობელი და ცნობილი მეურნე ვაჭარი ივანე ანანოვი იყო. 1888 წელს ივანე გარდაიცვალა და ვარციხის მამულებისა და აჯამეთის ტყეების ექსპლუატაციის საქმე მისმა შვილიშვილებმა – აბგარმა და მიხრანმა განაგრძეს. მიხრანი ღვინის წარმოებას მისდევდა და მიღებული შემოსავლით ზვრებს აფართოებდა. ვაზის ადგილობრივი ჯიშების გარდა, მან საფრანგეთიდან შემოტანილი შამპანური ღვინის ჯიშები – პინო, ალიგოტე, სემილიონი და საკონიაკე ჯიში – ფონ-ბლანი გააშენა.

პრეზიდენტის რეზიდენცია სვანეთში აუქციონზე გაიყიდა>>

XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში ანანოვმა საფრანგეთიდან კონიაკის სახდელი შარანტის აპარატი ჩამოიტანა და ვარციხის ახლოს, აფხანაურში დაამონტაჟა. დანადგარს ფრანგი სპეციალისტები ამუშავებდნენ, 1905 წლიდან კი საქმეს გიორგი კეპულაძე უძღვებოდა. 1907 წლიდან ანანოვმა ღვინის ქარხანა აამოქმედა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანანოვები ავსტრიაში გადასახლდნენ. მათი დიდებული სასახლე ჯერ საბავშვო ბაღად, შემდეგ კი სასტუმროდ გადაკეთდა. მეურნეობა და ვარციხის ქარხანა, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია ფუნქციონირება, „სამტრესტში" გაერთიანდა.

ყველა ახალი ამბავი
0